იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კანონპროექტი არეგულირებს რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის განახლების პერიოდულობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„წარმოდგენილი ცვლილებებით, საზედამხედველო უწყებებს გაუჩნდებათ მკაფიო სამართლებრივი საფუძველი ელექტრონულად კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, აგრეთვე კლიენტის მფლობელობის და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის წესის მისაღებად. კანონპროექტით, ასევე, იზრდება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებები. კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

კომიტეტმა, ასევე, მეორე მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი.

კანონპროექტით წესრიგდება თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან, უცხოელის ან  მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განმეორებითი განცხადების წარდგენის უფლებასთან და საერთაშორისო დაცვაზე განცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესთან დაკავშირებული საკითხები.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ კახაძე, ირაკლი ბერაია, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ხათუნა კვიციანი, მარიამ ლაშხი, გიორგი ცაგარეიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, რატი იონათამიშვილი, ნინო იობაშვილი და გურამ მაჭარაშვილი“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები