ედუარდ სააკაშვილი: ამ ეტაპზე, პოზიტიური სიგნალია, რომ შესთავაზეს კლინიკაში გადაყვანა, ვნახოთ – რა შედეგამდე მივა

საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულებაში შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა მოინახულა.

მან იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის კლინიკა “ვივამედში” გადაყვანასთან დაკავშირებით გაკეთებული შეთავაზება დადებითად შეაფასა.

“ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში, წინა ნახვასთან შედარებით, რაც არის, რა თქმა უნდა, რთული საყურებელი. ამ ეტაპზე, პოზიტიური სიგნალია, რომ შესთავაზეს გადასვლა. ვნახოთ, რას გამოიწვევს, რა შედეგამდე მივა ეს, მაგრამ ეს არის უკვე პოზიტიური ნაბიჯი. მე როგორც ვიცი, ის აპირებს, რომ დათანხმდეს”, – აცხადებს ედუარდ სააკაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები