თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესს პატიმარი სააკაშვილი არ ესწრება, თუმცა სხდომათა დარბაზში იმყოფება საქმის მეორე ბრალდებული – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თეიმურაზ ჯანაშია.
ექსპრეზიდენტის უფლებადამცველებმა შუამდგომლობა დააყენეს, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის ადვოკატები სასამართლოსგან ითხოვენ პენიტენციურ სამსახურს დაევალოს, რომ ცენტრს “ემპათიას” სამედიცინო ექსპერტებს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება მისცენ.
ამასთან, დაცვის მხარე გეგმავს, რომ სასამართლოს კიდევ ერთი შუამდგომლობით მიმართოს და გასვლითი სხდომის ჩატარება მოითხოვს.
შეგახსენებთ, გამოძიება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება. კერძოდ, 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი.
თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.