კახა კუჭავა: მწამს, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების საუკეთესო გზა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა

ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა არის ის, რისკენაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიისწრაფვის და მე მჯერა, ჩვენ, ერთად ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუჭავა სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

მისივე თქმით, ქართული ისტორიის, კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების საუკეთესო გზა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა.

“ღრმად მწამს, რომ ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, თვითმყოფადობის შენარჩუნების საუკეთესო და მე ვიტყოდი, ერთადერთი გზა სწორედ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული, მტკიცე არჩევანი და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!

სწორედ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა არის ის, რისკენაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიისწრაფვის და მე მჯერა, ჩვენ ერთად ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ!

მინდა, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ევროპელ მეგობრებს, რომელთა თანადგომა და დახმარება ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და გაძლიერების გზაზე ფასდაუდებელია!

ერთად უფრო ძლიერები ვართ! გილოცავთ ევროპის დღეს!”, – წერს კახა კუჭავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები