გიორგი კახიანი: სააკაშვილი მიხვდა, რომ მისი მოლოდინები არარეალისტური იყო, საპატიმრო დაწესებულებაშია და არ არის გასაკვირი, რომ ნანობს საკუთარ მოქმედებას
ფაქტია, სააკაშვილი მიხვდა, რომ მისი მოლოდინები იყო სრულიად არარეალისტური, ის საპატიმრო დაწესებულებაშია და არ არის გასაკვირი, რომ მის ასეთ მოქმედებას ნანობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი შეცდომაში იყო შეყვანილი.
“სააკაშვილი რომ შეცდომაში იყო შეყვანილი, მგონი, ამას ყველა ვხედავთ. ფაქტია, მას სულ სხვა მოლოდინები ჰქონდა და ეს მოლოდინები მას შეუქმნეს მისივე გუნდის წარმომადგენლებმა. ფაქტია, სააკაშვილი მიხვდა, რომ მისი მოლოდინები იყო სრულიად არარეალისტური, ის საპატიმრო დაწესებულებაშია და არ არის გასაკვირი, რომ მის ასეთ მოქმედებას ნანობს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.