გიორგი კახიანი – რიგგარეშე არჩევნებზე: უმრავლესობაში ამას სერიოზულად არავინ უყურებს

მოთხოვნა მოთხოვნისთვის, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გიორგი კახიანმა ოპოზიციის მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

დეპუტატი „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ „საქართველოში რიგგარეშე არჩევნებიც იქნება, რადგან „ოცნებას“ ქვეყანა რადიკალიზაციისკენ მიჰყავს“, გამოეხმაურა.

„თეორიულად რომ დაუშვა, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, შედეგად მათი წარმომადგენლობა პარლამენტში შემცირდება და „ქართული ოცნების“ გაიზრდება. ბევრჯერ გაუკეთებიათ ასეთი განცხადებები, ყოველი მორიგი არჩევნების შემდგომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაც გვახსოვს, უმრავლესობის რიგებში ამას სერიოზულად არავინ უყურებს“, – განაცხადა კახიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები