გია ვოლსკი: აშკარაა, რომ გარკვეული გეგმა არსებობს, რომ სააკაშვილმა არ უნდა მიიღოს სრულფასოვანი მკურნალობა

გარკვეული გეგმა არსებობს, რომ სააკაშვილმა არ უნდა მიიღოს სრულფასოვანი მკურნალობა, რომელსაც უნიშნავს სამედიცინო ბლოკი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის თემა სპეკულაციებისთვის გამოიყენება, საბოლოო მიზანი კი დესტაბილიზაციაა.

“აშკარაა, რომ გარკვეული გეგმა არსებობს, რომ სააკაშვილმა არ უნდა მიიღოს სრულფასოვანი მკურნალობა, რომელსაც უნიშნავს სამედიცინო ბლოკი. სააკაშვილთან შექმნილი ვითარება არის წმინდა პოლიტიკური თემა, რაც მნიშვნელოვანწილად გამოიყენება სპეკულაციებისთვის, იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ხალხის ქუჩაში გამოყვანა. ეს ფაქტია და ამ ფაქტის იქით არსებობს გარკვეული დეტალები, რომლებიც ეხება დესტაბილიზაციის სტრატეგიას”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები