უკრაინის გენშტაბი: ოკუპანტები „აზოვსტალში“ უკრაინული შენაერთების განადგურებას ცდილობენ, წარმატება არ აქვთ

რუსი ოკუპანტები მარიუპოლში, „აზოვსტალის“ რაიონში უკრაინული შენაერთების განადგურებას ცდილობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„მარიუპოლში, „აზოვსტალის“ რაიონში ჩვენი დანაყოფების ბლოკადა და განადგურების მცდელობები გრძელდება. ზოგიერთ რაიონში, ავიაციის დახმარებით, მტერმა ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მიზნით შეტევა განაახლეს. მათ არ აქვთ წარმატება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე განაგრძობს შეტევას აღმოსავლეთის საოპერაციო ზონაში.

„რუსეთის ჯარების სარდლობა ცდილობს გაზარდოს შეტევის ტემპი უკრაინის აღმოსავლეთით, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასასვლელად, ასევე ცდილობს, განავითაროს შეტევა ზაპოროჟიეს და კრივოიროგის მიმართულებებზე“, – აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.

მათივე ცნობით, მოწინააღმდეგე ცდილობს ზიანი მიაყენოს უკრაინული თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს. ასევე, მათ გააძლიერეს სარაკეტო თავდასხმის ამოცანები უკრაინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები