უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება უარყოფს რუსეთის განცხადებას, რომ მარიუპოლი ოკუპანტების კონტროლის ქვეშაა.
როგორც მინისტრმა „ტვიტერზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანა კვლავ დგას და უკრაინელები მასზე კონტროლს ინარჩუნებენ.
მისივე თქმით, რუსული ძალები ყოველდღიურად თავს ესხმიან იქ მყოფ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის დაბომბვებითა და საარტილერიო ცეცხლით.