დავით არახამია ადასტურებს, რომ რუსი ოკუპანტები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ

საღამოს მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებას კავშირი აქვს მარიუპოლის დამცველებთან, რომლებიც „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არიან, რუსეთის ჯარი უკვე ქარხნის ტერიტორიაზეა.

ამის შესახებ რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა.

„მეორე დღეა ქარხნის შტურმის მცდელობები გრძელდება. რუსული ჯარები უკვე აზოვსტალის ტერიტორიაზე არიან“, – განაცხადა არახამიამ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები