დონეცკის ოლქში, მარიუპოლის დრამატულ თეატრზე, 16 მარტს მომხდარ თავდასხმას 600 ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი მათ მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, აღნიშნული რიცხვი თითქმის ორჯერ აღემატება დაღუპულთა იმ რაოდენობას, რაც აქამდე იყო გავრცელებული.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ სამზარეულოს ტერიტორიაზე, სულ მცირე, 100 ადამიანი იმყოფებოდა და ვერც ერთი მათგანი გადარჩა. მათი თქმით, შენობის შიგნით ოთახები და დერეფნები გადატვირთული იყო, ყოველ სამ კვადრატულ მეტრზე დაახლოებით ერთი ადამიანი იმყოფებოდა.
ამასთან, AP-ის გამოძიება უარყოფს რუსეთის ბრალდებებს, რომ თეატრი უკრაინულმა ძალებმა დაანგრიეს, რადგან არც ერთ მოწმეს არ უნახავს შენობაში მოქმედი უკრაინელი ჯარისკაცები.
მედიის ცნობით, არც ერთ ადამიანს არ ეპარება ეჭვი, რომ თეატრი განადგურდა რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად, რომელიც ზუსტად მათი სამიზნე იყო, რადგან ყველამ იცოდა, რომ ეს იყო ქალაქის ყველაზე დიდი თავშესაფარი, რომელშიც ბავშვები იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ მარიუპოლის დრამატულ თეატრზე რუსულმა ძალებმა თავდასხმა 16 მარტს განახორციელეს. შენობაში 1 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.