დავით უსუფაშვილი: საქართველოში შექმნილი ორპოლუსიანობა არის არა კონკურენცია, არამედ – მტრობა

მობილიზებულ-მოტივირებული ლიდერები იმისთვის, რომ როგორმე, ერთმანეთი გაანადგურონ, მოსპონ, ამოძირკვონ, გააქრონ და ა.შ. ამ რეალობაში ვცხოვრობთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა გიგი უგულავას განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში შექმნილი ორპოლუსიანობა არის არა კონკურენცია, არამედ  – მტრობა.

“საქართველოში რა ვითარებაც არის შექმნილი – ორპოლუსიანობა – არის არა კონკურენცია, არამედ მტრობა, მობილიზებულ-მოტივირებული ლიდერები იმისთვის, რომ როგორმე, ერთმანეთი გაანადგურონ, მოსპონ, ამოძირკვონ, გააქრონ და ა.შ. ამ რეალობაში ვცხოვრობთ.

ყველა ეპოქასა და ვითარებაში პოლიტიკოსების საქმე არის მსგავსი ემოციების ჩაცხრობა და პრობლემების მოგვარება, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ წრეებში ხშირად ვერ ვხედავთ პოლიტიკოსის მსგავს მოქმედებას”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: “სააკაშვილს ციხიდან გამოიტანენ მკვდარს და ყველა, ვინც არის პასუხისმგებელი, მიიღებს დიდ შურისძიებას – მე თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები