მერის ინფორმაციით, ლვოვში აფეთქებებია, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

უკრაინის ქალაქ ლვოვში აფეთქებებია.

ამის შესახებ ქალაქის მერი, ანდრი სადოვი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, როგორც სადოვი აღნიშნავს, ქალაქზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, რის გამოც დაზიანებულია ორი ელექტრო ქვესადგური და ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

„აფეთქებები ლვოვში. გთხოვთ, დარჩით თავშესაფრებში“, – წერს ანდრი სადოვი „ტვიტერზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები