საფრანგეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს დამანგრეველი აგრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ საუბარში მაკრონმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის შედეგების უკიდურეს სიმძიმეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება გამოხატა მარიუპოლისა და დონბასში არსებული ვითარების გამო და მოუწოდა რუსეთს, დაუშვას ბოლო დღეებში დაწყებული „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუაცია, ჰუმანიტარულ აქტორებთან კოორდინირებით და დანიშნულების არჩევანი ევაკუირებულებს დაუტოვოს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად.

ამასთან, მაკრონმა მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობები, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, ამ დამანგრეველი აგრესიის დასრულების გზით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები