რუსმა ოკუპანტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ ავდიივკაში კოქსის ქარხანა დაბომბეს.
ამის შესახებ უკრაინული მედია დონეცკის ოლქის ხელმძღვანელზე, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით იუწყება.
კირილენკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.
მისი თქმით, 10 დაღუპულისა და 15 დაჭრილის შესახებ არსებული მონაცემები ეყრდნობა ოპერატიულ ინფორმაციას, რომელიც კვლავ ზუსტდება და შესაძლოა, დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
„რუსებმა ზუსტად იცოდნენ, სად უმიზნებდნენ: მუშებმა ახლახანს დაასრულეს ცვლა და ავტობუსის გაჩერებაზე ავტობუსს ელოდებოდნენ, რომელსაც ისინი ქარხნიდან სახლში უნდა წაეყვანა“, – განაცხადა კირილენკომ.