კარლ ჰარცელი: ევროკავშირი მთავრობას უფლებას უტოვებს, გადაწყვიტოს, გამოაქვეყნოს თუ არა კითხვარი და კითხვარის პასუხები
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, კარლ ჰარცელმა განმარტა, რომ მთავრობა თავად წყვეტს, გამოაქვეყნებს თუ არა კითხვარს და მის პასუხებს.
მისივე თქმით, კითხვართან დაკავშირებით ევროკავშირის მოსაზრება საჯარო ხასიათის იქნება.
„ევროკავშირი უტოვებს უფლებას მთავრობას, გადაწყვიტოს, გამოაქვეყნოს თუ არა კითხვარი და კითხვარის პასუხები. მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას კითხვარის გამოქვეყნების თაობაზე. ახლა მათი გადასაწყვეტია პასუხების გამოქვეყნება. რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან, ჩვენი ან ევროკავშირის მოსაზრება, როდესაც გაიცემა, გახდება საჯარო“, – განაცხადა ჰარცელმა.
შეგახსენებთ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გუშინ გადასცა.