გიორგი ვოლსკი – “ნაცმოძრაობაზე”: აქციებს აანონსებენ, მაგრამ არ მგონია, რომ საზოგადოებაში კიდევ დარჩა ვინმე, ვისაც არ ესმის რეალობა
სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა იყო ორ საკითხზე – ცილებსა და ფსიქოლოგიურ მომსახურებაზე, ორივეზე პატიმარს აქვს უარყოფითი დამოკიდებულება, რომ მიიღოს შესაბამისი მკურნალობა, რათა მდგომარეობა გამოსწორდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარშემო დესტაბილიზაცია, რევოლუციური პროცესები და შეთქმულებითი კონსპირაცია არსებობს.
“აქციებს აანონსებენ, მაგრამ არ მგონია, რომ საზოგადოებაში კიდევ დარჩა ვინმე, ვისაც არ ესმის რეალობა, რომელიც შეიქმნა საქართველოში, როცა დესტაბილიზაცია, რევოლუციური პროცესები, შეთქმულებითი კონსპირაცია სააკაშვილის გარშემო არსებობს და მას კონკრეტული მიზნები აქვს, რაც პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის მისმა ოჯახმა ხელისუფლებას ვადა ორშაბათამდე, 2 მაისამდე, 18:00 საათამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები პერმანენტული აქციების მოწყობას აპირებენ.