არჩილ თალაკვაძე – უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე: საქართველოსთან მიმართებით ეს განცხადება უსაფუძვლო და არასწორია

საქართველოსთან მიმართებით ეს განცხადება გახლავთ უსაფუძვლო და არასწორი, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისივე თქმით, ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერას ვერ შეასუსტებს.

“საქართველო, ჩვენი ხალხი და ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინას, უკრაინელ ხალხს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს პოზიცია არ შეიცვლება და ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერას ვერ შეასუსტებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, რუსეთი საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები