ბოლნისის ახალ მუზეუმში პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა

ევროკავშირის მხარდაჭერით, ორგანიზაცია HEKS/EPER ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანი ქვემო ქართლის რეგიონში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, კარგი მმართველობის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაა.

პროექტის პრეზენტაცია ბოლნისის ახალ მუზეუმში მოეწყო. ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი საქართველოს ორი რეგიონის ექვს მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები