დედაქალაქში არსებული შადრევნები ჩაირთო
დედაქალაქში მოქმედი შადრევნები ჩაირთო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყველა შადრევანი ყოველი წლის პირველი მაისიდან ირთვება და ქალაქს ნოემბრის ბოლომდე ალამაზებს.
“მიმდინარე წელს დედაქალაქს შადრევნები ვარკეთილის 3-ის III ა მიკრორაიონში, N325 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერში, ვარკეთილის ხევში, გლდანის მერვე მიკრორაიონში არსებულ სკვერში და რიგის ბაღში შეემატა. გარდა ამისა, ბუკიას ბაღში, გელოვანის პარკში, წერეთლის ბაღსა და ნუცუბიძის მესამე პლატოზე მდებარე სკვერში არსებულ შადრევნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
თბილისში არსებული 50-ზე მეტი შადრევნის მოვლა-პატრონობას შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს, ხოლო შადრევნების ნაწილი რაიონული გამგეობების დაქვემდებარებაშია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.