გურამ მაჭარაშვილი: კარგი იქნებოდა, სააკაშვილის ოჯახის წევრებსა და მის ახლობლებს მასზე ასეთი ძლიერი შთაგონება მაშინ მოეხდინათ, როცა ის დანაშაულებს სჩადიოდა
სააკაშვილი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა ეს „ერთიან მოღალატეობრივ პარტიას“ სჭირდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ისევე, როგორც მისი უფლებები, შესაბამისი უწყებების მხრიდან არის უზრუნველყოფილი.
“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა – ისევე, როგორც მისი უფლებები, უზრუნველყოფილია შესაბამისი უწყებების მხრიდან. აქედან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, სააკაშვილის ოჯახის წევრებსა და მის ახლობლებს მასზე ასეთი ძლიერი შთაგონება მაშინ მოეხდინათ, როცა ის დანაშაულებს სჩადიოდა და რისთვისაც ახლა სასჯელს იხდის. საზოგადოებას ყველაფერი კარგად ახსოვს. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპია – არ უნდა დააშავო, თუ დააშავებ, მაშინ სასჯელი უნდა მოიხადო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.