ილია დარჩიაშვილი – არესტოვიჩის განცხადებაზე: სამწუხაროა, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ვრცელდება, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ზიანს აყენებს

სამწუხაროა, რომ მსგავსი ტიპის გაუგებარი განცხადებები ვრცელდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზიანს აყენებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, – ასე ეხმიანება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს, ხოლო მსგავსი ტიპის განცხადებები ორმხრივ ურთიერთობებს აზიანებს.

“ჩვენ, საქართველოს მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მეგობარ უკრაინას ამ რთულ პერიოდში ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად აღმოვუჩინოთ დახმარება. ასე იყო და ასე გაგრძელდება. სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის განცხადებები ორმხრივ ურთიერთობებს ძალიან აზიანებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები არ იქნება და ეს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს არ გაართულებს”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: “უკრაინა არ ერევა საქართველოს სუვერენულ პოლიტიკაში, თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები