მიხეილ სარჯველაძე საერთაშორისო განვითარების კომპანია DAI-ის ექსპერტებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საერთაშორისო განვითარების კომპანია DAI-ის ექსპერტებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს, თუ როგორ მუშაობს ადამიანის უფლებათა მიმართულებით საქართველოში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო.

„ორგანიზაცია საქართველოში გეგმავს ისეთი მიმართულებებით მუშაობას, რომელიც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით საპარლამენტო მექანიზმების გაუმჯობესებას უკავშირდება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, თუ როგორ ფუნქციონირებს პარლამენტი, როგორც ადამიანის უფლებათა მიმართულებით ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ზედამხედველი სტრუქტურა. გამოიკვეთა გარკვეული სფეროები, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს აღნიშნული ორგანიზაციისთვის ინტერესის საგანს შემდგომი საქმიანობისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები