ანრი ოხანაშვილი: პრემიერს არანაირი პრობლემა არ აქვს, უპასუხოს ინტერპელაციით დასმულ საკითხებს

არანაირი პრობლემა არ აქვს პრემიერს, უპასუხოს ინტერპელაციით დასმულ საკითხებს, მან განაცხადა, რომ მობრძანდება პარლამენტში შესაბამის კონსტიტუციით და რეგლამენტით დადგენილ ვადებში და უპასუხებს არა მხოლოდ ოპოზიციის შეკითხვებს, არამედ ჩვენს მოსახლეობას თუკი რაიმე საკითხია, რომელზეც სჭირდება კიდევ დამატებით ინფორმირება, – ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი “ლელოს” მიერ, ინტერპელაციის წესით პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში დაბარებას.

მისი თქმით, მმართველ გუნდს არანაირი პრობლემა არ გააჩნია იმის, რომ ოპოზიციის სპეკულაციებს წერტილი დაუსვას.

“მმართველ გუნდს არანაირი პრობლემა არ გააჩნია იმის, რომ ოპოზიციის სპეკულაციებს წერტილი დაუსვას. ბევრი შემთხვევა ყოფილა, უთქვამთ, რომ ვიღაცების გამოცხადება უნდა, მოსულან პარლამენტში, პასუხები გაუციათ და შემდეგ ოპოზიციას არ ჰქონია პასუხები კონკრეტულ საკითხებზე. ასეა სხვა საკითხებზეც, კანონპროექტებზეც, ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე და ა.შ. მაგრამ აღმოჩნდება ხოლმე, სიღრმეში რომ შევდივართ და განხილვებში, მთლად წელში გამართულები არგუმენტებში ვერ არიან ჩვენი კოლეგები,” – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები