პეტრე ცისკარიშვილი – ჟურნალისტებს: სააკაშვილის დაბრუნებაზე ისე მეკითხებით, თითქოს, უკვე წასულია და მკურნალობის კურსს გადის – ჯერ გამოჯანმრთელდეს ადამიანი და დაბრუნებაზე მერე ვილაპარაკოთ

“დაბრუნებაზე წინასწარ რას მეკითხებით, ჯერ გამოჯანმრთელდეს ადამიანი და დაბრუნებაზე მერე ვილაპარაკოთ, ისე მეკითხებით, თითქოს, უკვე წასულია და მკურნალობის კურსს გადის”, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტის კითხვას – “უცხოეთში მკურნალობის შემთხვევაში, სააკაშვილი დაბრუნდება ისევ პენიტენციურ დაწესებულებაში, თუ როგორ განვითარდება შემდეგ პროცედურები?”.

ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.

“მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია გადაადგილება, აქვს ნევროლოგიური პრობლემები და გართულებულია მასთან კომუნიკაცია, როდესაც საპატიმროში მოსანახულებლად ადვოკატები და დეპუტატები შედიან. აუცილებელია მისი მკურნალობა.

პენიტენციურ სისტემას შეუძლია, შეაჩეროს მიხეილ სააკაშვილის სასჯელი და მისი საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში განაახლოს.

დაბრუნებაზე წინასწარ რას მეკითხებით, ჯერ გამოჯანმრთელდეს ადამიანი და დაბრუნებაზე მერე ვილაპარაკოთ. ამ ეტაპზე მთავარია, ადამიანი გამოჯანმრთელდეს. ისე მეკითხებით, თითქოს, უკვე წასულია და იქ მკურნალობის კურსს გადის. რას ამბობს? ამაზე ერთხელ მან უკვე გააკეთა განცხადება. ის ამბობს, რომ მომეცით საშუალება, დავტოვო ქვეყანა, გამოვჯანმრთელდე. ქართულ პოლიტიკასთან შეხება აღარ მექნება“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები