გურამ მაჭარაშვილი: უკვე დადასტურებულად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სააკაშვილის გამოსვლა არეულობისა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისთვის უნდათ

„უკვე დადასტურებულად შეგვიძლია, ვთქვათ, მით უფრო, უკრაინის თანამდებობის პირების განცხადებების შემდეგ, რომ მისი გამოსვლა არეულობისა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისთვის უნდათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აცხადებს.

მისივე თქმით, ეს უკვე აღიარებულია როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან, ისე – უკრაინის თანამდებობის პირებისგან.

„უკვე დადასტურებულად შეგვიძლია, ვთქვათ, მით უფრო, უკრაინის თანამდებობის პირების განცხადებების შემდეგ, რომ მისი გამოსვლა არეულობისა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისთვის უნდათ. ეს უკვე აღიარებულია როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან, ისე – უკრაინის თანამდებობის პირებისგან. ვციტირებ: „სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, ის ომს დაიწყებდა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ომისთვის მზად არ არის“. ესაა უკრაინის თანამდებობის პირის განცხადება, რომელიც ერთი ერთში ემთხვევა საქართველოში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ – ომის პარტიის ლიდერების განცხადებებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები