ევროკომისიის პრეზიდენტი – გაზის მიწოდების შეწყვეტით რუსეთი საკუთარ თავს აყენებს ზიანს

epa09789554 European Commission President Ursula von der Leyen gives a joint press statement on further measures to respond to the Russian invasion of Ukraine, at the European Commission in Brussels, Belgium, 27 February 2022. Von der Leyen announced the EU will shut down its airspace to Russian planes, ban Russian state media outlets RT and Sputnik, and buy and send weapons to Ukraine. Russian troops entered Ukraine on 24 February prompting the country's president to declare martial law and triggering a series of announcements by Western countries to impose severe economic sanctions on Russia. EPA-EFE/STEPHANIE LECOCQ / POOL

ევროკავშირი უზრუნველყოფს, რომ გაზპრომის გადაწყვეტილებამ შეწყვიტოს გაზის მიწოდება პოლონეთსა და ბულგარეთში, მინიმალური გავლენა მოახდინოს ევროპელ მომხმარებლებზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის პასუხი „გაზპრომის“ ქმედებებზე იქნება „მყისიერი, ერთიანი და კოორდინირებული“.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პოლონეთი და ბულგარეთი უკვე იღებენ გაზს მეზობელი ევროკავშირის ქვეყნებიდან.

„ევროკომისია ასევე იმუშავებს ევროკავშირის ქვეყნების რეგიონალურ ჯგუფებთან, სადაც ქვეყნებს შეუძლიათ დაუყოვნებლივ დაეხმარონ ერთმანეთს მიწოდების შეფერხების შემთხვევაში. ევროკომისია ასევე მუშაობს REPowerEU გეგმაზე, რომელმაც 2022 წელს რუსეთიდან წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება „მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს“. ეს გეგმა მაისის შუა რიცხვებში იქნება წარმოდგენილი.

ევროკავშირი სამუდამოდ უარს იტყვის რუსეთის ფედერაციის წიაღისეული ენერგიის წყაროებზე.

დღეს კრემლმა კიდევ ერთხელ ვერ შეძლო ევროკავშირის ქვეყნებს შორის განხეთქილების დათესვა. ევროპაში რუსული წიაღისეული საწვავის ეპოქა დასასრულს უახლოვდება. გაზის მიწოდების შეწყვეტა არის ნაბიჯი, რომლითაც რუსეთი საკუთარ თავს აყენებს ზიანს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები