რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თუ ვინმე გარედან ჩაერევა უკრაინის მოვლენებში და შექმნიან სტრატეგიული ხასიათის საფრთხეს, რუსეთი მას ელვისებურად უპასუხებს.
ამის შესახებ მან საკანონმდებლო საბჭოში განაცხადა.
“ვინმეს თუ ექნება სურვილი, გარედან ჩაერიოს უკრაინის სიტუაციაში და შექმნას სტრატეგიული ხასიათის საფრთხე, საპასუხო დარტყმები ელვისებური იქნება. ყველა გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. ამისთვის ყველა ინსტრუმენტი გვაქვს, ისეთი, რომლითაც სხვები ახლა ვერ დაიტრაბახებენ. არ დავიწყებთ ტრაბახს – ჩვენ მათ გამოვიყენებთ, თუ საჭიროება იქნება“, – განაცხადა პუტინმა.