გიორგი ხელაშვილი: ყველანაირად დავეხმარებით უკრაინას, მაგრამ, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებთ 

“ჩვენი პოზიცია იყო და არის ის, რომ უკრაინაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის დროს ჩვენ მის ხელისუფლებას, მის მთავრობას შეძლებისდაგვარად არ ვაკრიტიკებთ, რადგან ეს ქვეყანა არის უმძიმეს ვითარებაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინას ყველანაირად დაეხმარება, თუმცა, ქვეყნის დამოუკიდებლობა საფრთხის წინაშე ვერ დადგება.

არესტოვიჩი, ეს არის ერთ-ერთ პოლიტიკოსი უკრაინის სპექტრში, ღმერთმა ნუ ქნას და, საქართველოში რომ იმგვარი ვითარება იყოს, როგორც უკრაინაში, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ქართველი პოლიტიკოსი კიდევ უფრო მძიმე განცხადებებს გააკეთებდა უცხოეთის ქვეყნების მიმართ, იმ იმედით, რომ სადღაც, მეორე, მესამე, მეოთხე ფრონტი გახსნილიყო. ჩვენი პოზიცია იყო და არის ის, რომ უკრაინაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის დროს ჩვენ მის ხელისუფლებას, მის მთავრობას შეძლებისდაგვარად არ ვაკრიტიკებთ, რადგან ეს ქვეყანა არის უმძიმეს ვითარებაში. ასე რომ, ახლა მე არ გავაკეთებდი არესტოვიჩის გამონათქვამებზე კომენტარს, ვფიქრობ, რომ ეს სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანის მოწოდებებია. ერთი მხრივ, უკრაინელები, მათი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ისინი იგებენ ომს და, მეორე მხრივ, ისინი გარკვეულწილად ხავსს ეჭიდებიან, რომ სადღაც გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინას ამით ცოტა შვება მიადგეს. ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით უკრაინას, მაგრამ, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ქვეყნის დამოუკიდებლობას ვერ დავაყენებთ საფრთხის წინაშე“, – განაცხადა ხელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები