გორში, 300 არაგველისა და ქუჩიშვილის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.
ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს 300 არაგველისა და ქუჩიშვილის ქუჩებზე.
პროექტის მიხედვით, რეაბილიტირდება ტრანსპორტის სავალი ნაწილი და ტროტუარები, მოეწყობა ბორდიურები და მოასფალტდება ეზოებში შესასვლელები.
ორივე ქუჩას, რომლებიც ერთმანეთს უერთდება, ორ ათეულ წელზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია. გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდა როგორც მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებსაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებს.
სამუშაოები მაისში დასრულდება.