გიორგი ბარამიძე – აუდიოჩანაწერზე: კი, ვადასტურებ, ეს მაქვს ნათქვამი ომის პირველ დღეებში, კიევში ყოფნისას

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ დაადასტურა, რომ გუშინ გამოქვეყნებული სკანდალური აუდიოჩანაწერი ნამდვილად მას ეკუთვნის. ამის შესახებ განცხადება მან სოციალური ქსელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

“კი, ვადასტურებ, ეს მაქვს ნათქვამი ომის პირველ დღეებში, კიევში ყოფნისას, ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ჩატში. მერე?

“ქოცებმა” ამით ის დაადასტურეს, რომ გვისმენენ, რაც არავისთვის ახალი არაა და ამ რუსული, გავრილოვების, მოღალატური რეჟიმისთვის ხელისუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი დანაშაულებრივი მეთოდია.

ახლა საინტერესოა, ამაზე გამოძიებას ბორინკას ჯიბის პროკურატურა ფორმალურად მაინც თუ დაიწყებს.

ცხადია, რეზულტატი იქნება ისეთივე ნული როგორც ამგვარ და (ამ რეჟიმის მიერ ჩადენილ) ბევრად მძიმე სხვა დანაშაულის ფაქტის გამოძიებისას.
ვითომ თავისი (მორიგი) დანაშაულის გამომზეურებით მოინდომეს ბორინკას სკანდალის გადაფარვა”, – წერს გიორგი ბარამიძე “ფეისბუქზე”.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის მისამართით შეურაცხმყოფელ გამონათქვამს იყენებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები