გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგა
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.
დელეგაციის წევრი, გივი მიქანაძე ასამბლეის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგა. დეპუტატმა პრევენციის ევროპული კომიტეტის შერჩეულ კანდიდატებისა და შესარჩევად გატარებული სამართლებრივი რეფორმის შესახებ ისაუბრა.
გივი მიქანაძემ, ასევე, მიმოიხილა 2021 წელს, პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილება ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის წევრობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით, რაც ქვეკომიტეტის მიერ დადებითად იქნა შეფასებული. ქვეკომიტეტის მიერ მაღალი შეფასება მიეცა საქართველოდან შერჩეულ კანდიდატებს და მათ გამოცდილებას, რისთვისაც საქართველოს პარლამენტის შესარჩევ კომისიას ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ლიბინა-ეგნერემ მადლობა გადაუხადა.
ქვეკომიტეტის გადაწყვეტილებით, რომელსაც მხარი ასევე დაუჭირა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტმაც, წევრობაზე რეკომენდაცია გაეწია შესარჩევი კომისიის მიერ პირველ ნომრად წარდგენილ კომიტეტის მოქმედ წევრს – თინათინ უფლისაშვილს.