ირაკლი ქადაგიშვილი – „ნაციონალურ მოძრაობას: თქვენ წამსვლელები ხართ ქვეყნის ინტერესების საბოლოო დაზიანებაზე, რათა ქვეყანა აირიოს და ამ მღვრიე წყალში იქნებ ხელისუფლება მოიპოვოთ

„მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა, რომ ფიასკო პოლიტიკით მან რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპაციის საშუალება მისცა. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი იყო მოდელირებული ქრონიკა, რითაც თქვენ აპირებდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და დღესაც, ამ მოდელირებული ქრონიკით გინდათ, საქართველო დააზიანოთ. თქვენ ხართ ეჭვის გამავრცელებლები. თქვენ მუდმივად უნდა დასვათ შეკითხვა რომ საქართველო არის შავი ხვრელი, მუდმივად უნდა იყოს იმის ძახილი, რომ საქართველო არის ოკუპაციის მხარეს და ა.შ. რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტობრივად რა გააკეთა საქართველომ, მთავარია, რომ „ომისა და ღალატის პარტიამ” დაუძღრომლად თავისი პროპაგანდისტული მანქანებით ეს შეკითხვები იძახოს”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” წამსვლელია ქვეყნის ინტერესების საბოლოო დაზიანებაზე, რათა ხელისუფლება მოიპოვოს.

„ძალიან მარტივია ყველაფერი ის, რითაც თქვენ წამსვლელები ხართ ქვეყნის ინტერესების საბოლოო დაზიანებაზე, ქვეყნის უბედურებაში გახვევაზე, იმიტომ, რომ ეს უკვე ერთხელ გააკეთეთ, ოღონდ კი რამენაირად ქვეყანა აირიოს და იქნებ ამ მღვრიე წყალში ხელისუფლება მოიპოვოთ. ეს არ გამოვა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები