დავით უსუფაშვილი: ფარული მოსმენები და ჩანაწერების გამოქვეყნება ყველა ხელისუფლებას ბუმერანგივით უკან უბრუნდება
“ჩვენი ამოცანაა, ეს მახინჯი პრაქტიკა დასრულდეს”, – ასე გამოეხმაურა „ლელოს“ წევრი, დავით უსუფაშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც, თითქოს, „ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება.
„ფარული მოსმენები და ჩანაწერების გამოქვეყნება ყველა ხელისუფლებას ბუმერანგივით უკან უბრუნდება ხოლმე. ახლა როგორც ჩანს, „ოცნების“ დრო მოვიდა. „ოცნების“ მაღალჩინოსნები ფრთხილად უნდა იყვნენ – ვინ ვის სად ჩაწერს და გამოაქვეყნებს კიდევ მსგავს ჩანაწერებს. თუმცა, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მახინჯი პრაქტიკა დასრულდეს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.