სოზარ სუბარი: საბედნიეროდ, ქართველი ხალხი კარგად ხედავს, ვინ მოქმედებს ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და ვინ მტრობს ჩვენს სამშობლოს
ქართველი ხალხი კარგად ხედავს, ვინ მოქმედებს ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და ვინ მტრობს ჩვენს სამშობლოს. გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კარგად ესმის აზერბაიჯანის, როცა ის ნეიტრალიტეტის ბალანსს იცავს, რადგან მას აქვს ყარაბაღის ისტორიული პრობლემა.
ბევრს შეიძლება, გაუჩნდეს კითხვა – თუ კარგად ესმის აზერბაიჯანის, რატომ არ ესმის საქართველოსი, რომლის ტერიტორიის 22 პროცენტი ოკუპირებულია? პასუხი მარტივია – იმიტომ, რომ, საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანის ოპოზიციაში არ არის მეხუთე კოლონა, რომელიც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, საბედნიეროდ, ქართველი ხალხი კარგად ხედავს, ვინ მოქმედებს ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და ვინ მტრობს ჩვენს სამშობლოს.
„ამის ყველაზე ნათელი დადასტურება იყო 2 აპრილის არჩევნები, სადაც ამომრჩეველმა ორჯერ მეტი ხმა მისცა ქართული ოცნების კანდიდატს, ვიდრე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა მიიღო’, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.