უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს, ზაზა ბიწაძესა და არკადი კასრაძეს სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ

უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ ქართველ მებრძოლებს, ზაზა ბიწაძესა და არკადი კასრაძეს სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ, ხოლო ალიკა ცაავას – შაბათს.

ქართველი მეომრები საკუთარ სახლებში გუშინ დაასვენეს.

ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა ლუგანსკში 16 აპრილს დაიღუპნენ. ისინი აფეთქებას მაშინ ემსხვერპლნენ, როცა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, არკადი კასრაძის ცხედრის გამოყვანას ცდილობდნენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში, ჯამურად, 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები