მარიუპოლში ორი პატარა მსახიობი დაიღუპა – ელიზაბეთი და სონია
მარიუპოლში ქალაქის თეატრის ორი პატარა მსახიობი დაიღუპა – ელიზაბეთი და სონია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო წერს.
„ომს მიჰყვას საუკეთესოები. მარიუპოლში ორი გოგონა დაიღუპა, ორი მომაჯადოებელი მსახიობი ელიზაბეთი და სონია. ისინი მარიუპოლის საქალაქო თეატრში თამაშობდნენ“, – წერს ანდრიუშენკო.
ანდიუშენკომ მიუსამძიმრა გოგონების ახლობლებს და დაამატა, რომ ამას ოკუპანტებს არასდროს აპატიებენ.