მარიუპოლში ოკუპანტების მიერ მოკლული მოქალაქეების კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

В осажденном российскими военными и сепаратистами украинском Мариуполе продолжается эвакуация мирных жителей по безопасным коридорам. ( Leon Klein - Агентство Анадолу )

რუსი ოკუპანტების მიერ ალყაში მოქცეულ მარიუპოლში გარდაცვლილთა კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის მერის მრჩეველის, პეტრო ანდრიუშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ მივიღეთ ახალი ინფორმაცია მოკლული მარიუპოლის მაცხოვრებლების მასობრივი დაკრძალვისა და ომის დანაშაულების შედეგების დამალვის მცდელობის შესახებ. ამჯერად ლივობერეჟნის რაიონში, სასაფლაოს მახლობლად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპანტები აგროვებენ დაღუპული მარიუპოლის მაცხოვრებლების ცხედრებს და კრძალავენ/კრემაციას უტარებენ ქალაქის ყველა რაიონში“, – აცხადებს ანდრიუშჩენკო.

მანამდე ამერიკული კომპანია „მაქსარის“ მიერ თანამგზავრიდან გადაღებულმა ფოტოებმა ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლის მახლობლად საერთო სამარხი დააფიქსირეს. საუბარია სოფელ მანგუშზე, სადაც მარიუპოლის საქალაქო საბჭოს პრესსამსახურის განცხადებით, რუსების მიერ მოკლული 3 000-დან 9 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე შეიძლება იყოს დაკრძალული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები