იაგო ხვიჩია: „ნაცმოძრაობის“ დაშლა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზაა
“ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზაა. თუ პარლამენტიდან ნაწილი გავა და ნაწილი დარჩება, ეს დაშლისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია”, – ამის შესახებ „გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” უნდა დაიშალოს.
“ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პარტია, უნდა დაიშალოს, რადგან ის ქართველი ხალხის წინააღმდეგ “ქართული ოცნების“ იარაღია.
როგორც ყოველთვის – დაგვიანებით, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა მიდის სწორ აზრამდე, იქიდან გამომდინარე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზაა. თუ ნაწილი გავა პარლამენტიდან და ნაწილი დარჩება, ეს დაშლისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.