როგორია ეპიდვითარება თბილისსა და რეგიონებში – 22 აპრილის კოვიდსტატისტიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 161 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა – 9, იმერეთი – 20, ქვემო ქართლი – 9, შიდა ქართლი – 7, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 4, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 964 საიდანაც, 335 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 185, აჭარაში – 12, იმერეთში – 87.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 73 პირი, მათ შორის, თბილისში – 48, აჭარაში – 6, იმერეთში – 9. 1 629 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 654 076-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 635 291-ია, ხოლო ვირუსს ჯამში 16 795 პირი ემსხვერპლა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები