დავით სერგეენკო: რადიკალიზმის დოზა უნდა შემცირდეს და მეტი კონსტრუქციულობა უნდა იყოს, რომ ქვეყნისთვის უკეთესი ნაბიჯების გადადგმა შევძლოთ

“მთავრობის პასუხისმგებლიანობა ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას თავისი სივრცე და სფერო უნდა ჰქონდეს, თუმცა, ცხადია, რომ ორპოლუსიანობა ქვეყანას აზიანებს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის მეტი კონსტრუქციულობაა მნიშვნელოვანი.

„მაგალითად, რეპრესიული მოდელის დროს ვერავინ დაუშვებს იმას, რომ დეპუტატებს, ასაკოვან ადამიანებს პარლამენტის შესასვლელში ხვდებოდნენ ახალგაზრდა ბიჭები და თავზე დაჰკიოდნენ – „მონა, მონა“. ამას ჰქვია გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამ ნაბიჯებს პასუხისმგებლობიანი მთავრობა დგამს. რაც შეეხება ოპოზიციას, არ მგონია, რომ უფრო რადიკალურები უნდა ვყოფილიყავით მათ მიმართ. პასუხისმგებლიანობა ნიშნავს იმას, რომ მათ თავიანთი სივრცე და სფერო უნდა ჰქონდეთ, თუმცა, ცხადია, რომ ორპოლუსიანობა ქვეყანას აზიანებს. ამაზე ჩასატარებელი იქნება სისტემური, ცივილური და კანონიერი სამუშაო. რადიკალიზმის დოზა უნდა შემცირდეს და მეტი კონსტრუქციულობა უნდა იყოს იმისათვის, რომ ქვეყნისთვის უკეთესი ნაბიჯების გადადგმა შევძლოთ“, – აცხადებს სერგეენკო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები