მეუფე ნიკოლოზი – სააკაშვილზე: ლოცვებში ნამდვილად ვიხსენიებთ
“ჩვენ მიხეილ სააკაშვილისთვის ვლოცულობთ. მხოლოდ მისი ჯანმრთელობისთვის ლოცვა შეგვიძლია”, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საპატრიარქოს მხრიდან პოლიტიკური განცხადებების კეთებას აზრი არ აქვს.
“მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ მიხეილ სააკაშვილისთვის ვლოცულობთ. მე ხშირად მივდივარ მის მოსანახულებლად. ჩვენ მხოლოდ მისი ჯანმრთელობისთვის ლოცვა შეგვიძლია. რაც უნდა პოლიტიკური განცხადებები ვაკეთოთ, არ არის სწორი, არც აზრი აქვს. ტელევიზიით ყველამ ვნახეთ, რომ თავს კარგად ვერ გრძნობს, ალბათ, მოვინახულებ.
საპატრიარქო, ეკლესია – ჩვენ ვართ რელიგიური შინაარსის ორგანიზაცია. ჩვენ შეგვიძლია, ვილოცოთ მხოლოდ ადამიანისთვის. ლოცვით ნამდვილად ვლოცულობთ, ნამდვილად ვიხსენიებთ ლოცვებში”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.