დავით სერგეენკო: “ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ დღის წესრიგში შესვლას არ ვაპირებ
“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დღის წესრიგში შესვლას, ანალიტიკას და რეკომენდაციებს არ ვაპირებ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების შეცვლის ლეგიტიმური გზა არჩევნებია.
“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დღის წესრიგში შესვლას, ანალიტიკას და რეკომენდაციებს არ ვაპირებ. შემიძლია, ვთქვა რამდენიმე პუნქტი. ერთი, რომ მთავრობის ცვლილების სწორი და ლეგიტიმური გზა არის არჩევნები, არჩევნებში საქართველოს მოსახლეობამ დაამტკიცა თავისი არჩევანი და მმართველი ძალა არის ის, ვინც არის. ამ განცხადებაში, დაანონსებაში სახალხო მღელვარებისა და სახელმწიფო გადატრიალების სიახლე არ არის. მეტ-ნაკლები სიხშირით, ეს შეიმჩნეოდა 2012 წლის და 2020 არჩევნების შემდეგ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მესამე არჩევნები როდესაც წააგო, ამან უკვე პერმანენტული ხასიათი მიიღო. ასე რომ, ამაში რამე დრამატული სიახლე არ არის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.