ოკუპანტებმა სევეროდონეცკში საკვების საწყობები გაანადგურეს

რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში საკვების ყველა საწყობი გაანადგურეს, ხალხი პროდუქტებს მხოლოდ ჰუმანიტარული მარაგებიდან იღებს.

ამის შესახებ Faceook-ზე ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაცია იტყობინება.

ასევე, როგორც რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი წერს, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუბეჟნი და ნოვოდრუჟესკი დაიბომბა.

“ამ ორ დასახლებაში ხუთი სახლია განადგურებული, ინფრასტრუქტურაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაგალითად, სევეროდონეცკში სურსათის არცერთი საწყობი აღარ არის გადარჩენილი. ხალხი საკვებს მხოლოდ ჰუმანიტარული მარაგებიდან იღებს”, – დაწერა გაიდაიმ.

მისივე ინფორმაციით, ხშირია ხანძრები, ცეცხლი უკიდია ავტომობილებს და ნაგებობებს.

მაგალითად, მხოლოდ გუშინ საცხოვრებელ კვარტლებში ექვსი ხანძარი გაჩნდა, ყველა მათგანი ლიკვიდირებულია, 5 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

17 აპრილს გახდა ცნობილი, რომ ომის შედეგად სევეროდონეცკში ახალი სასაფლაო გაჩნდა, სადაც უკვე 400-ზე მეტი ადამიანია დაკრძალული.

ქალაქში ამ დრომდე კიდევ 20 ათასი მოსახლე რჩება, რუსეთის შეჭრამდე, ანუ 24 თებერვლამდე 130 ათასი ადამიანი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები