ანალენა ბერბოკი – გერმანიაში რუსული ნავთობის იმპორტი წლის ბოლომდე ნულამდე შემცირდება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, წლის ბოლომდე მათ ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი ნულამდე შემცირდება.

მისი თქმით, გერმანიას რუსული ნავთობის იმპორტის სრულად შეწყვეტასთან დაკავშირებით მკაფიო გეგმა აქვს.

„გარკვევით ვაცხადებ, რომ გერმანია ჩაერთვება რუსული ენერგორესურსების იმპორტში. ზაფხულის ბოლომდე ნავთობის იმპორტი 50%-ით, ხოლო წლის ბოლომდე ნულამდე შემცირდება“, – განაცხადა ბერბოკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები