მიხეილ სარჯველაძე – სააკაშვილზე: ეს არის პატიმარი, რომლის უფლებების საკითხსაც ყველა მიკროსკოპით აკვირდება
“ყველა კარგად ხვდება, რომ ეს არის პატიმარი, რომლის უფლებების საკითხსაც ყველა ზედმიწევნით, მიკროსკოპით აკვირდება და, ფაქტობრივად, არავის ექნება შესაძლებლობა, რომ რაიმე უფლება სათანადო დონეზე არ იყოს დაცული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
სარჯველაძის ინფორმაციით, სააკაშვილის უფლებები არ ირღვევა.
„პირადად მე სხვა ინფორმაცია მაქვს, რომ უფლების არანაირ დარღვევას ადგილი არ აქვს და ყველა სერვისი, მათ შორის, ჯანმრთელობის სერვისი მაღალი ხარისხითაა მიწოდებული და უზრუნველყოფილი ბატონი სააკაშვილის შემთხვევაში. შესაბამისად, თუ რაიმე დამატებითი საჭიროება ობიექტურად არსებობს, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირებს და უნდა რეაგირებდეს პენიტენციური სამსახური. ყველა, მათ შორის, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური კარგად ხვდება, რომ ეს არის პატიმარი, რომლის უფლებების საკითხსაც ყველა ზედმიწევნით, მიკროსკოპით აკვირდება და, ფაქტობრივად, არავის ექნება შესაძლებლობა, რომ რაიმე უფლება სათანადო დონეზე არ იყოს დაცული“, – განაცხადა სარჯველაძემ.