ლარი გამყარებას განაგრძობს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0273 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0273 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0530 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0257 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2864 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2930 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0066 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები