სასტიპენდიო პროგრამა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში

განათლების საერთაშორისო ცენტრმა გამოაცხადა სასტიპენდიო კონკურსი აშშ-ში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის მსურველთათვის.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ მოიპოვონ სტიპენდია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა ან ბიოქიმიის მიმართულების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მიზნით.

საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა – 2022 წლის 20 აპრილიდან 2022 წლის 20 მაისის ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით).
კონკურსის საბოლოო შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ 2022 წლის 31 ივნისამდე. პროგრამა ხორციელდება განათლების საერთაშორისო ცენტრის, ათასწლეულის ფონდისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფონდის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე: iec.gov.ge.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები