თეონა აქუბარდია: აპატურაისთან მთავარი კითხვა იქნება, თუ რა შეიძლება, გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსული ჰიბრიდული საფრთხეები იქნეს შეკავებული საქართველოში ნატო-ს მხარდაჭერით

“ჯეიმს აპატურაისთან მთავარი კითხვა იქნება ის, რომ ამ ვითარებაში, როდესაც რუსეთისგან საფრთხეები ემუქრება საქართველოს, ისე – როგორც სხვა ქვეყნებს, რა შესაძლებლობები არსებობს ნატო-სგან მეტი დახმარების მიღების კუთხით”, – ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის” წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

“ასევე, მთავარი შეკითხვა იქნება, თუ რა შეიძლება, გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსული ჰიბრიდული საფრთხეები იქნეს შეკავებული საქართველოში ნატო-ს მხარდაჭერით”, – აღნიშნა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით, ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტში იმყოფება. ის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები