სეს კვერცხისა და საკონდიტრო ნაწარმის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვერცხის ადგილობრივი წარმოებების, იმპორტიორების, საბითუმო, მსხვილი და მცირე სავაჭრო ობიექტების, აგრეთვე საკონდიტრო ნაწარმის საცხობების კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით გაააქტიურა, – ამის შესახებ ინფორმაციას სეს ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოწმდება შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ვარგისიანობის ვადები, წარმოების პროცესი და ეტიკეტირების შესაბამისობა კანონმდებლობასთან. სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან.

ჩატარებული დოკუმენტური შემოწმებისა და ინსპექტირების შედეგად, დარღვევები არ გამოვლინდა. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობენ, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები